გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის
მეგობრის ნაჩუქარ ხატზე გოგიტა კობიაშვილმა მცირე რაოდენობის სისხლი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შენიშნა. მისი თქმით, ნაიარევი დღითიდღე იზრდება. მომხდარით სასულიერო პირები დაინტერესდნენ და კობიაშვილების ოჯახში ხატის სანახავად ჩავიდნენ.
მამა ბარნაბი მოვლენას სასწაულებრივს უწოდებს და ამბობს, რომ უფალმა ოჯახი მისი სულიერი ცხოვრებით გამოარჩია.
„ეს სასწაულია დიდი, მანიშნებელია იმის, რომ ოჯახისთვის ეს არის დიდი მადლი. თუ ოჯახი ცხოვრობს სულიერად ძლიერად, ეს იმ ოჯახში ხდება. ე.ი. არსებობს ძალა, რომ ირწმუნონ და დააფასონ ეს მადლი“, – განუცხადა სააგენტო ,,პირველს” ჩუმლაყისა და კოლაგის ტაძრების წინამძღვარმა დეკანოზმა ბარნაბმა.
მისივე თქმით, საქართველოში ასეთი შემთხვევა სულ რამდენიმეა.