ახალი ამბები

შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 1972 წელს დაბადებული ავთანდილ ქ-ს საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც ავთანდილ ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი – 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი –1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრნენ. გიორგი ყ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.