ახალი ამბები

ყველა სახეობის სიგარეტი გაძვირდა

სავაჭრო ჯიხურებში თუ სიგარეტი “ვინსტონი” 2.20 ლარი ღირდა, 2.40 ლარი გახდა, “მარლბორო” თუ 3.00 ლარი ღირდა, 3.20 ლარი გახდა და აშ. 
2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით. 
გარდა ამისა, 2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის “შერეული სისტემა” შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.