ახალი ამბები

თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი გაიზარდა

1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადი 0,4 ლარიდან 0,6 ლარამდე გაიზარდა, ამ შემთხვევაში კლება ყველაზე ნაკლებია. რაც შეეხება ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურსასმელებს ამ შემთხვევაში აქციზის გადასახადები გაორმაგებულია, მაგალითადსპირტის ნაყენებზე, რომლებიც მიღებულიაყურძნის ღვინის ან ჭაჭის გამოხდით აქციზის გადასახადი შეადგენდა ერთ ლიტრზე 4.6 ლარს, ახლა კი 9,2 ლარი ხდება, ორმაგდება ვისკის, რომისა და ტაფიას, ჯინისა და ღვინის ნაყენის აქციზი და ერთ ლიტრზე 5 ლარის ნაცვლად 10 ლარი გახდა. 1 ლიტრ არაყზე 3 ლარიანი აქციზის გადასახადის ნაცვლად 6 ლარი მოქმედებს.

იცვლება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზეც. ფილტრიანი სიგარეტების აქციზი 20 ღერზე 0,6 ლარიდან 0,9 ლარამდე გაიზარდა, უფილტროზე კი 0,15 ლარიდან 0,25 ლარამდე.

გარდა ამისა, 2015 წლის 1 ივნისიდან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებლსკოლოფზე 5%-იანი ადვალური გადასახადის გადახდა მოუწევთ. საუბარია გადასახდისსახეობაზე, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელშიდაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფსიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და საგადასახადო შემოსავლები 2015 წელს წინა წელთან შედარებით, სავარაუდოდ, გაიზრდება 110 მილიონი ლარით. ბარათში აღნიშნულია კანონპროექტის მიღების მიზანიც, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანი თამბაქოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვა, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა.
თამბაქოს და ლუდის ინდუსტრია აქციზის ზრდის გამო წარმოების შემცირებას პროგნოზირებს.