ახალი ამბები

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წლი აპრილში გახდება ცნობილი

“პირველადი მონაცემები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილის ბოლომდე. ეს არის მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ინდიკატორის მიხედვით კი, მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად დადგინდება, რამდენი კაცი და ქალი ცხოვრობს ქვეყანში, როგორია ასაკობრივი ჭრილი, განათლების დონე, შშმ პირთა შესახებ მონაცემები, საცხოვრებელი პირობები, აღმსარებლობა, სოფლის მეურნეობის მონაცემები და ემიგრანტების რაოდენობა”, – განაცხადა დაუშვილმა. 
მისივე თქმით, მთლიანობაში, საყოველთაო აღწერამ წარმატებით ჩაიარა. დაუშვილის ინფორმაციით, მომდევნო აღწერა 2020 წლიდან 2025-წლამდე პერიოდში ჩატარდება.