ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი კიდევ ექვსი თვით იქნება შეზღუდული

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლის უფლება, მიწების უცხოელებისთვის გასხვისებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორუმის ფარგლებში შეიზღუდა, რადგან, როგორც ინიციატივის ავტორმა ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, დაფიქსირდა სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლო-სამეურნეო მიწებად გაყიდვის არაერთი ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლითაც უცხოელებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კვლავაც არ არის მომზადებული ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს პროცესს.