ახალი ამბები

თელავში ევროპული სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

X კლასში ჩაირიცხებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები. სწავლის საფასური X კლასის მოსწავლეთათვის – თვეში 180, ხოლო წელიწადში1800 ლარს შეადგენს.
XI-XII კლასელთათვის სწავლის საფასური თვეში 280, წელიწადში 2800 ლარით განისაზღვრება. სკოლაში სწავლება ორცვლიანია. ჯგუფი იყოფა უცხო ენაში და იმ საგნებში, რომელთა ჩაბარებაც სწავლის გაგრძელების მსურველებს მოუწევთ ეროვნული გამოცდებისთვის. დამატებით მოხდება ზოგადი უნარების სწავლება.
სწავლის დრო პირველი ცვლისთვის იწყება 9:30–14:00სთ, ხოლო მეორე ცვლა 15:00–20:00სთ-ზე.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ლინქი:
http://euroschool.tel.ge/