რუსეთში ქართული მინერალური წყალი ძვირდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს რუსეთში 33,743,6 აშშ დოლარის მინერალური წყალი იყო ექსპორტირებული (სულ 31,813,743.3 ლიტრი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში კი ექსპორტმა 62,909,3 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გადაზიდვის მოცულობა 62,93,302.7 ლიტრით განისაზღვრა.
საფასო ცვლილების მიუხედავად, რუსეთში ქართულ მინერალურ წყლებსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოთხოვნა დიდია. მარტო ნოემბერში ქვეყნიდან უცხოეთის ბაზრებზე 7 მლნ დოლარის მინერალური წყალია გატანილი. საექსპორტო პროდუქციაში მინერალურ წყლებს მეექვსე პოზიცია უკავია. მისი წილი კი ერთი წლის განმავლობაში 3,6%-დან 5%-მდე გაიზარდა.

