ვიდეორეპორტაჟი

1. ძალადობის ლაბირინთი

სამი შვილის დედა მაია ხატიაშვილი-დიღმელაშვილი უსახსროდ და საცხოვრებელი სახლის გარეშე, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა. 21  წლიანი ქორწინება ძალადობით და შეურაცხყოფით დასრულდა.

მეუღლის ციხეში ყოფნისას 14 წელი შვილების მარტო აღზრდა და ოჯახის გაძღოლა იმით დაუფასდა, რომ მეუღლემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბავშვბიანად სახლიდან გამოაგდო და საკუთარი შრომით შეძენილი ნივთების წამოღებაც კი აუკრძალა.

მაია თავისი 2 მოზარდი შვილით მეგობარის მიერ ნათხოვარ ბინაში ცხოვრობს, ბავშვები უკვე 4 თვეა სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ, რადგან მამა მათ სახლში შეშვებაზე უარს აცხადებს. მამაკაცს არც მეუღლის ეკონომიკური უზრუნველყოფა სურს.

უფროსი ვაჟი საქართველოს ჯარში მსახურობს, 17 გოგონა და 11 წლის ვაჟი სწავლის ნაცვლად უმძიმეს შრომას ეწევიან. ვაჟი ნახირს უვლის და ლუკმა პურის ფულს იმით შოულობს. თავად მაიაც სოფლის ნაკვეთებში მინიმალურ ფასად მუშაობს, ქალი უჯახური ძალადობის თემაზე საუბრობს და სახელმწიფოსგან დახმარებას ელის.

არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, რათა სახლიდან საკუთარი ნივთების უფლება მიეღო, თუმცა ამაოდ.