ახალი ამბები

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი შშმ პირებს SMS სერვისს და ვიდეო ზარს შესთავაზებს

აღნიშნული ინიციატივა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით ცენტრთან დაკავშირებას გულისხმობს. 
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში აცხადებენ, შშმ პირებისათვის, კერძოდ მეტყველება შეზღუდული და სმენადაქვეითებული პირებისათვის ეს იქნება 112-თან დაკავშირების ალტერნატიული არხი, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დამოუკიდებლად შეძლონ ცენტრთან დაკავშირება და დახმარების მიღება.
პროექტის ხელშემწყობია გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida).