ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში 10 სოციალური პროგრამა მოქმედებს

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედებს სოციალური დახმარების 10 მუნიციპალური პროგრამა, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ თემში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში ჩართვისათვის მოქალაქე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ურთავს კონკრეტული პროგრამისთვის საჭირო დოკუმენტებს. 
განცხადებას განიხილავს გამგეობაში მოქმედი სოციალური დახმარებისკომისია, რომელიც ინდივიდუალურად სწავლობს მოქალაქის მონაცემებს და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.
თვითმმართველ თემში მოქმედი სოციალური დახმარების 10 მუნიციპალური პროგრამა, ესენია: ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა 1-2 ბავშვზე; ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა 3-4 ან მეტ ბავშვზე; მრავალშვილიანთა ოჯახების ყოველთვიური დახმარების პროგრამა; სამედიცინო მომსახურების (ოპერაციების) თანადაფინანსების პროგრამა; მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამა; სამაჩაბლო-აფხაზეთში დაღუპულთა და დაინვალიდებულთა შვილების დახმარების პროგრამა; სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, გარდაცვლილ დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის უზრუნველყოფის პროგრამა; ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; უპატრონო მიცვალებულთა დახმარების პროგრამა; სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა.