ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400-ლარიანი პაკეტის მოქმედების არეალი გაიზარდა
სემეკის ინფორმაციით, კომისიის დღევანდელ საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა “გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის დამტკიცების” შესახებ კომისიის 2014 წლის 3 ნოემბრის 43/1 გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, არსებულ სიას 47 დასახლებული პუნქტი დაემატა. მათ შორის კახეთში:
სოფ. ქვემო ალვანი; სოფ. ხოდაშენი; სოფ. აწყური; სოფ.გურჯაანი; სოფ. ქვემო მაჩხაანი; სოფ. ვარდისუბანი;
ქვემო ქართლი: მარნეული – სოფ. ენიკენდი; სოფ. ახლომახმუდლო; სოფ. კიროვკა; გარდაბანი – სოფ. ნაგები; სოფ. აღტაკლია; დმანისი– სოფ. კაკლიანი.
სრულად გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებსაც შეეხება ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400-ლარიანი ტარიფი, ეტაპობრივად დაემატება ახალი გაზიფიცირებული დასახლებები.

