ახალი ამბები

პრობაციის ეროვნული სააგენტო პირობით მსჯავრდებულებს ბიზნეს წინადადებებს დაუფინანსებს

სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ 13 დეკემბერს გამოავლინა სამი საუკეთესო ბიზნეს პროექტის ავტორი, რომლებიც 3000-დან 7000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. 
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის განცხადებით, თითოეული გამარჯვებული დაასაქმებს არანაკლებ ორ პრობაციონერს, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ისე რესოციალიზაციის კუთხით. 
გამარჯვებული პროექტების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული გრანტი საწარმოს განვითარებისთვის გამოიყენონ ან წამოიწყონ მცირე ბიზნესი.
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურსი, რომელიც პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციარებს შესაძლებლობას მისცემდა, წამოეწყოთ ან განევითარებინათ საკუთარი მცირე ბიზნესი, 2014 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. შემოსული განაცხადებიდან კომისიას განსახილველად გადაეცა 11 განაცხადი.