ახალი ამბები

11 თვეში 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 55 237 503 ბოთლი შეადგინა

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეულის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 63%-ით ლიდერობს, რასაც უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი მოყვება. მათივე თქმით, 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა რუსეთში 35 236 981 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტმა თანხაში 174 300 717 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.