ახალი ამბები

კახეთში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 2 საწარმოს პრივატიზაცია იგეგმება

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კახეთში მდებარე ორი ქარხანების: ს.ს. „აკურა” -ღვინის ქარხანა თელავის რაიონის სოფელ აკურაში და შპს „გრუზვინპრომი” – ღვინის ქარხანა ქალაქ გურჯაანში პრივატიზაცია იგეგმება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვნელი მარიანა მორგოშია აცხადებს, რომ საწარმოების გასხვისებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.
„სახელწიფო არ უნდა იყოს ბიზნეს ოპერატორი. სახელმწიფო ბიზნესის მართვაში არ უნდა ერეოდეს, სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესისთვის”,-აცხადებს მორგოშია.
მისი განცხადებით, სააგენტოს ამ საწარმოების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დაწყებული აქვს. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ინვესტორების მოძიების პროცესი. საწარმოებში დასაქმებული პერსონალის დასაქმება პრიორიტეტული იქნება.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტების მართვის სააგენტოს აქვს მკაფიო ხედვა იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის განვითარება და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მიმართულია სწორედ დარგის განვითარებაზე.