ახალი ამბები

ქართულ-ოსური სტუდენტური ფილმის „სამშვიდობო ექსპრესი“ პრეზენტაცია საგარეჯოში

საგარეჯოში, ქართულ-ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა გამართა UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის „სამშვიდობო ექსპრესი“ ჩვენება გამართა.
აღნიშნული პროექტი ამ ფორმატით პირველია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ ჰქონია. ევროპელი ახალგაზრდები გაეცნენ ქართველ და ოს სტუდენტებს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრობლემები, შეხედულებები, ფასეულობები და გამოცდილება. 
პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ შთაბეჭდილებებზე, რაც მიიღეს ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობისას. შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების, კონფლიქტისა და ამ საკითხის ირგვლივ ქართველი ახალგაზრდების ინფორმირებულობის შესახებ.