ახალი ამბები

გაეროს გლობალურ კამპანიას ქალაქი თელავი შეუერთდა

თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, აღნიშნული კამპანია ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კატასტროფების რიკსების შემცირებასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ეხება.  ,,გაეროს გლობალური კამპანია მსოფლიოს 2441 ქალაქს მოიცავს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებას, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე, ქალაქებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას,”- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მდგრდი განვითარებისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანი და ეფექტიანია კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის არსებობა და შესაბამისი ინსტიტუციური ბაზის განვითარება.