ახალი ამბები

გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში 152 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

გურჯაანში ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.  მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 152 ვაკანტური ადგილია.  გამგეობაში აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს 14 დეკემბრამდე შეუძლიათ გაირონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელსი, ბექა მაისურაძის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდა განყოფილებების უფროსების, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებისა და მათი დამხმარეების თანამდებობებზე.