საგარეჯოსა და ბაკურციხეში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
საგარეჯოში მაცხოვრებელი დევნილებისათვის სამედიცინო გამოკვლევები „ჯეოჰოსპიტალში”, ბაკურციხეში კი ე.წ. ტურბაზის დასახლებბაში ჩატარდა, რომელიც „ღუდუშაურისა” და დვალის თვალის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.