რა პრინციპით მიიღებენ დახმარებას სოციალურად დაუცველები
გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 57 000 სარეიტინგო ქულაზე ქვემოთ მყოფი ოჯახები სოციალურ დახმარებას თვეში საშუალოდ 165 ლარს იღებენ:
,,ახალი პროექტით ოჯახებს, რომლებსაც 30 000 ნაკლები სარეიტინგო ქულა ექნებათ, სოციალური დახმარე გაეზრდებათ საშუალოდ 331 ლარამდე ბავშვის დანამატის გარეშე, 30 000-დან 57 000-მდე საშუალოდ 207 ლარამდე, 57 000-დან 60 000-მდე 163 ლარამდე, ხოლო 60 000 დან – 65 000-მდე 111 ლარამდე.
ამ ცვლილების შედეგად 38 ათასი ოჯახით მეტი იქნება მოცული სოციალური დახმარებით“.