ევროპის საბჭო აქტიური ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, საქართველოში, 34 ქალი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. მათ, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, გაიარეს ტრენინგი თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ ეფექტური კამპანია. ეს ქალბატონები გახდნენ გმირები ფილმისა, რომელიც მომზადდა პროექტის ფარგლებში “ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“, შვეიცარიის კონფედერაციის ფინანსური და ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერით.
საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლტიკაში მცირეა. 10-11 დეკემბერს, ევროპის საბჭო აწყობს შეხვედრას იმ ქალბატონებისთვის ვინც მონაწილეობა მიიღო პროგრამაში – “ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე”. შეხვედრაზე პოლიტიკოსი ქალბატონები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას რაც მათ მიიღეს.