პრეზიდენტის მრჩეველი პანკისის ხეობას ესტუმრა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დუისის საშუალო სკოლაში ხეობის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი და რატი ამაღლობელი შეხვდნენ.
ახალგაზრდებს მათ საკუთარი წიგნები უსახსოვრეს და მათთან ქართულ ლიტერატურაზე, ასევე ქისტებისა და ქართველების ურთიერთობაზე ისაუბრეს. დუისელმა მოსწავლეებმა მწერლებს მადლობა გადაუხადეს და საკუთარი შემოქმედებაც გააცნეს.
სოფიო შამანიდის თქმით, ქართველი მწერლების სტუმრობა თავად ახალგაზრდების სურვილი იყო, რაც მოსწავლეებმა მისი ერთ-ერთი სტუმრობის დროს გამოთქვეს.