სტატიები

ქალი მმართველობაში

საქართველოში ქალებს, რო­გორც გადაწყვეტილების მიმღებთ, გარკვეული წახალისება სჭირ­დებათ.

ექსპერტების შეფასებით, ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და, შესაბამისად, წარმატე­ბისკენ სწრაფვა მისი უფლებაცაა. მას უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება, რათა თავი რეალიზებულად იგრძნოს:

,,გავრცელებული აზრის მიხედ­ვით, ქალი უნდა იყოს ქმრის მონა, გააკეთოს ის, რასაც ქმარი ეტყვის. როცა ოჯახში ერთი წევრი მუშა­ობს, იმას ჰგონია, რომ მან უნდა განკარგოს ყველაფერი, ამიტომ ხდება მკვლელობა, ფიზიკური და ოჯახური ძალადობა. გენდერული ბალანსი რომ არ დაირღვას, უნდა ჩატარდეს მეტი პრევენციული ღო­ნისძიებები. უმუშევრობის მხრივ ქალები მამაკაცებისგან განსხვავე­ბით მეტის ამტანები აღმოჩნდნენ, იპოვეს გამოსავალი, რომ იმუშავონ და შვილებს არ მოაკლონ არაფერი. სწორედ ეს აღიზიანებთ მამაკაცებს და ზოგიერთს კი არ უყვარს ქალი საზოგადოებაში რომ არის, ჰგო­ნიათ, რომ ცუდს გააკეთებს, სწო­რედ ეს არის სტერეოტიპი და ხში­რად ამის გამოც ხდება ძალადობა ოჯახში, – განმარტავს ძალადობი­საგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი, ექსპერტი ქალთა საკითხებში ჯილდა ნიბლაძე.

თუ ადგილობრივ თვითმ­მართველობაში ქალთა მონაწი­ლეობა პროცენტულად გაიზრ­დება, ეს საზოგადოების მეტი ჩართულობის მიღწევის შესაძლე­ბლობა გახდება. მმართველობის პროცესში გენდერული ბალანსი გამოიხატება ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობით გადაწყვეტილე­ბის მიღების პროცესში:

,,დღეისთვის სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. ქალი პოლიტიკა­შიც უნდა იყოს, მეტი სიმშვიდე და შემწყნარებლობა იქნება, ის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ქალსა და მამაკაცს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ და ვერ ვიტყვით, რომ ერთს მეტი შეუძლია და მეორეს – არა”, – აცხადებს ჯილდა ნიბლაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქარ­თულ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალის როლი ოჯახით და სახლით შემოიფარ­გლება და საზოგადოება დღემდე ეჭვქვეშ აყენებს ქალის როლს საზოგადოების განვითარებაში და მის ადგილს სოციუმში, ახალგა­ზრდა პოლიტიკოსი ნათია გიორ­გაძე ამ სტერეოტიპის დამსხვრე­ვის კარგი მაგალითია.

იგი, ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს რვის ნახევარზე იწყებს და საღამოს გვიან ასრულებს. ასწრე­ბს ყველაფერს, თუმცა ამბობს, რომ დროის დეფეციტს განიცდის:

,,დილით სწრაფად ვემზადებით, რომ მოვასწროთ სკოლის ავტო­ბუსზე, მაგრამ ხშირად გვაგვიანდე­ბა და მერე უკვე სამივე, მე და ჩემი გოგონები, თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ ერთად სკოლაში უკვე მანქანით, შემდეგ სამსახური, მო­ქალაქეებთან შეხვედრა, საღამოს სახლში რომ ვბრუნდები ხშირად ისეთი დაღლილი ვარ, რომ საოჯახო საქმეების ენერგია და განწყობა, სამწუხაროდ, აღარ მაქვს ხოლმე, ღამით კი, ხშირად ბავშვებზე ადრე მეძინება”.

ნათიას შეფასებით, დიასახლი­სი ქალისგან სამსახურში გატა­რებული დროის დიდი ნაწილი განასხვავებს, თუმცა საოჯახო და საზოგადოებრივ საქმიანობას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს:

,,სახლის საქმის დიდ ნაწილს უქმეებზე ვაკეთებ. ვისურვებდი ბავშვებისთვის მეტი დრო მქონდეს, რადგან ჩემს დეფიციტს განიცდიან და ხშირად აპროტესტებენ, ხანდა­ხან ვერ ვესწრები მშობელთა კრე­ბას. ამ ფაქტზე მწვავედ რეაგირე­ბენ. სიმართლე გითხრათ, მიჭირს დროის ოპტიმალური მართვა და ვაპირებ, ტრენინგი გავიარო დროის მართვის მენეჯმენტში”.

ნათიას მიაჩნია, რომ ქალის ადგილი ყველა სფეროშია, მაგრამ არის სფეროები, სადაც გენდერუ­ლი დისბალანსი მაინც შეიმჩნევა:

ჶ,,დიასახლისი ქალბატონი ხშირ შემთხვევაში ლიდერია საოჯახო საქმიანობის მართვისას, ისინი არაჩვეულებრივი მენეჯერები არიან ფინანსების მართვაში, საოჯახო მენეჯმენტში, უბრალოდ, მათ საკუ­თარი თავის რეალიზება სახლის პი­რობებში იდეალურად მოახერხეს. ხშირია, როცა ერთნაირად არის რეალიზებული სამზარეულოსა და საზოგადოებაშიც, ანუ საუკეთესო კულინარები არიან, ბევრი ასეთი მეგობარი მყავს. რაც შემეხება მე, ამბობენ ძალიან გემრიელი საჭმელები გამომდის, ასე ვთქვათ, კარგი ხელი მაქვს, მაგრამ იშვიათად მიწევს მომზადება, სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ ახალგაზრდობიდან და მთლიანად საზოგადოებაშიც უკვე ჩამოყალიბებულია პოზი­ტიური შეხედულება ქალის სა­ზოგადოებრივ როლთან და მის ჩართულობასთან დაკავშირებით და ბევრ საკითხში იგრძნობა ეს“.

მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალის ადგილი ოჯახშია, რომ „ქალი” და „პოლი­ტიკა” – შეუთავსებელი ცნებე­ბია, მაგრამ დროსთან ერთად პრიორიტეტები იცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ქალების როლი თანამედროვე საზოგადოებაში გაზრდილია.

,,ქართულ საზოგადოებაში არ­სებობს სტერეოტიპი, რომ ქალის როლი ოჯახით და სახლით შე­მოიფარგლება და დიასახლისობა პრიორიტეტია, რაც ჩემი შეფასე­ბით მცდარია. ქალი ერთდროუ­ლად უნდა იყოს წარმატებული როგორც საზოგადოებრივ საქმია­ნობაში, ასევე საოჯახო საქმესაც უნდა ასწრებდეს. ასეთ წარმატე­ბულ ქალს ბევრს ვიცნობ. ”, – ამიიჩ­ნევს 30 წლის მახო მინდაძე.

ექსპერტების მტკიცებით, აუ­ცილებელია სკოლიდანვე დაიწ­ყოს გენდერული თანასწორობის სწავლება, რათა სტერეოტიპული მიდგომები ნელ-ნელა აღმოიფხ­ვრას. ჯილდა ნიბლაძე კანონის გამკაცრებაზეც საუბრობს:

,,გენდერული კუთხით მეტი სამუშაოებია ჩასატარებელი. ად­გილს მნიშვნელობა არ აქვს, იგივე ხდება ქალაქსა და სოფელშიც. ჩვენთან გასაუბრების დროს ძა­ლიან ბევრი ქალია, რომელსაც ჰგონია, რომ ის ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, დაახვედროს ქმარს ყველაფერი, საჭმელი და სხვა. ვფიქრობ, გარკვეულწილად ტრადიციების ბრალიცაა, რომ კაცი უნდა იყოს უფროსი და სახლ­ში საჭმელი მიიტანოს. მასშტაბუ­რი პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო“.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს განცხადებით, საბჭო მუშაობს ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის წახა­ლისების გზებზე.

გენდერული ინიციატივების ეფექტური განხორციელებისათ­ვის აუცილებელია გენდერული პრობლემების შესწავლა და კა­ნონმდებლობის განმტკიცება:

,,ვმუშაობთ ახალ, 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმაზე. ძა­ლიან მნიშვნელოვანია სრულყო­ფილად გაკეთდეს მოქმედი კანონ­მდებლობის გენდერული ანალი­ზი. უნდა ჩატარდეს გენდერული ანალიზი და ყველა სამინისტრომ დაგეგმოს საკუთარ სფეროში თუ რა ღონისძიებებს გაატარებს. კონსტიტუციის, კანონის დონე­ზე. ჩვენი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად ნეიტრალური, საქართველოში კანონით ქალისა და მამაკაცის მდგომარეობა აბ­სოლუტურად არის დაცული. აქ საუბარია, პრაქტიკაში როგორ ხდება. ძალიან ხშირ შემთხვე­ვაში მესაკუთრედ გვევლინება მამაკაცი, რაც ნიშნვას, რომ თუ განქორწინება მოხდა ან სხვა რაიმე მატერიალური დავა ქალი რჩება აბსოლუტურად უუფლებოდ. ამიტომ საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რომ ქალმაც იცოდეს რა უფლებები აქვს. ჩვენი კანონი ამ მხრივ ძალიან დემოკრატიულია, არანაირი დისკრიმინაცია კანონში არ არის, უბრალოდ საუბარია, რომ ზოგიერთ სფეროში საჭიროა ქალების გაძლიერება”.

გენდერული ბალანსის არსებო­ბის მიზანი მმართველობაში არის შესაძლებლობა მართვის უკეთესი ხარისხის მიღწევისა. ქალთა დიდ­მა მონაწილეობამ უნდა დაანახოს საზოგადოებას გენდერული პრო­ბლემატიკის მნიშვნელოვნება პოლიტიკურ პროცესებსა და სოციალურ პოლიტიკაში.

სტატია მომზადებულია გენდერის მედია ცენტრის მიერ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ მხარდაჭერით. 

ფოტოზე: ნათია გიორგაძე, გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.