ახალი ამბები

პროკურატურა-,,ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში, 18:00-დან 00:00 საათის პერიოდში ხდება”

“პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ასეთი კატეგორიის დანაშაულებები ძირითადად ხდება თბილისში, ასევე გამოვარკვიეთ, რომ მომართვიანობის პრობლემა გვაქვს რეგიონებში, განსაკუთრებით – აჭარის რეგიონში. აუცილებელია იმგვარი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს. ასევე გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ხშირად დანაშაულის იარაღად ფიზიკური ზემოქმედების ზომების გამოყენება ხდება, ნაკლებად გამოიყენება ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე განცხადებით, კვლევის ფარგლებში მოძალადეებისა და მსხვერპლის გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებიც გამოიკვეთა.
“ასევე გამოიკვეთა, რომ ძირითადი პრობლემა – მოძალადეები არიან უმუშევრები; ძირითადად ადამიანები დანაშაულს 18:00-დან 00:00 საათამდე ჩადიან, როდესაც ისინი სახლში იმყოფებიან. ასევე გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის ჩადენის ადგილი არის სახლი, სადაც წესით ადამიანი რელაქსაციას უნდა განიცდიდეს”, – განმარტა პროკურორმა. 
მეზვრიშვილის განცხადებით, ყველაზე ხშირად ოჯახური დანაშაულის იარაღად ფიზიკური ძალადობაა გამოყენებული.