დღეს ლაფანყურის მოვლენებზე საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ საბჭომ აღნიშნული ანგარიშის მოსამზადებლად ერთი წლის განმავლობაში იმუშავა.
“ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით დოკუმენტირებულ ფაქტებს, რომლებიც გადამოწმდა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ლაფანუყურთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს ობიექტური შედეგი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენი არ აკონკრეტებს, იკვეთება თუ არა მასალების შესწავლის შედეგად ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.
ლაფანყურის სპეცოპერაციისას 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სპეცრაზმელები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, სახმედრო ექიმი, ვლადიმერ ხვედელიძე.