დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა
როგორც საკრებულოში აცხადებენ, მას შემდეგ რაც პარტიამ ,,თავისუფალი დემოკრატები” უმრავლესობა დატოვა, რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ,,ქართულ ოცნებაში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.
საკრებულოში აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს რაიონული პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ხუციშვილმა და წევრებმა- თემურ ოზბეთელაშვილმა და ბესიკ ქავთარაძემ უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ფრაქციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ხუციშვილის თქმით, თავისუფალი დემოკრატები” საკრებულოში სამკაციანი ფრაქციით იყვნენ წარმოდგენილი.
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულების საფუძველზე ,,ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ გაუქმდა და მის ნაცვლად ახალი ფრაქცია, ,,ქართული ოცნება-რეგიონალები“ შევქმენით , რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. წევრთა შემადგენლობაში კი ცვლილებაა-ბესიკ ქავთარაძემ საკრებულოს უმრავლესობაში დარჩენა დამოუკიდებელი წევრის სტატუსით ისურვა, მის ნაცვლად ახალ ფრაქციას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გოჩა სამუკაშვილი შეუერთდა, ”- განაცხადა knews.ge-სთან ფრაქციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა.