ახალი ამბები

PH Interational-მა 4 წლიანი ახალი პროგრამა დაიწყო

პროექტს კახეთში განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი განახორციელებს. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების პედაგოგოგების პროფესიული ზრდა. პედაგოგების პროფესიული ზრდისთვის, პროქეტის ფარგლებში, სკოლებში სპეციალური ტრენინგები ჩატარდება. 
„პროგრამის მიზანია, სკოლებში ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების მიღებას და ახალგაზრდებში გაზარდოს მიზანი, რათა მათ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გააკეთონ მომავალში. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს მათი იდეების რეალიზებაში, სკოლისა და თემის სასიკეთოდ“, – განაცხადა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მანანა ყუბანეიშვილმა. 
პროგრამა დაფინანსებულია, ამერიკის შეერთებული შატატების განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ და საქართველოში ახორციელებს PH Interational, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.