პურის გაძვირება იანვრამდე მოსალოდნელი არ არის
პურის გაძვირება მომავალ წლამდე არ იგეგმება. აღნიშნულ განცხადებას პურის საცხობებში აკეთებენ. ბოლო 20 დღეში ხორბლის ფასი ტონაზე 30 დოლარით არის მომატებული. მისივე განცხადებით, ლარის კურსის ცვლილება ფქვილზე გავლენას ახდენს, რადგან ნედლეულის შეძენა დოლარში ხდება და ადგილზე ლარებშია ანგარიშსწორება:
,,ფქვილის ფასი ტომარაზე შესაძლოა 2-3 ლარით გაიზარდოს, თუმცა ეს არ იქნება იმ დონის მატება, რომ საბოლოო პროდუქტი – პური გაძვირდეს. ფქვილი 20-25%–ით უნდა გაძვირდეს, რომ პურზე აისახოს. ერთი ტომარა ფქვილის ფასი დღეისთვის დაახლოებით 37 ლარია” – აცხადებს წისქვილკომბინატების ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.
ლარი დოლართან 18 ნოემბრიდან მოყოლებული ეცემა.