თელავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას გეგმავს
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გიორგი კიკნაძის განცხადებით, სამგზავრო ავტობუსების ამოქმედების შემთხვევაში, იგი მოსახლეობისათვის უფასო იქნება. თელავში წინა ხელისუფლების დროს ფუნქციონირებდა მუნიციპალური ტრანსპორტი და ქალაქში გადაადგილება მომხმარებლებისათვის უფასო იყო, თუმცა სამგვზავრო ავტობუსები მალევე გაუქმდა.
„ჩვენ მომავალი წლიდან ვგეგმავთ ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას. ამჟამად ჯგუფი მუშაობს მარშუტების შედგენაზე“, – განუცხადა Knews.ge-ს უნფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ.