თელავში მოჭადრაკე თამარ ხმიადაშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნა
ღონისძიებას თელავის მერი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ცნობილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.
,,ქართულ ჭადრაკს ძალიან ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, და მათ შორის საპატიო ადგილი უკავია თამარ ხმიადაშვილს. ის ნამდვილად დაფასების ღირსია და მე მიხარია, რომ ეს ხდება მის მშობლიურ კუთხეში, თელავში. მინდა, მას ეს დღე მივულოცო”,- განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიმა გია გიორგაძემ.
მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილის თქმით, თამარ ხმიადაშვილმა კახეთის რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა.
“მან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და ბიძგი მისცა ჭადრაკის განვითარებას. ამ კუთხით თამარ ხმიადაშვილმა ბევრი წარმატებული მოჭადრაკე გაზარდა”, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.
მოჭადრაკე თამარ ხმიადაშვილი ამავე დროს თელავის საპატიო მოქალაქეცაა.