თესაუში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტები აირჩიეს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიამ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატ სტუდენტთა არჩევნები გამართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში სულ 2 ვაკანტური ადგილი იყო, რომლის დასაკავებლადაც სამი კანდიდატი: მაკა ბოტკოველი, ხატია ნინიკელაშვილი და მანანა ლაჩაშვილი იღებდნენ მონაწილეობას. საარჩევნო კომისიის წევრის, ანუკი ყარაულაშვილის შეფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა: ,,არჩევნები სტუდენტთა აქტივობით გამოირჩეოდა”. კენჭისყრის პროცესი დილის 10:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა ხმებს ასე გადანაწილდა: მანანა ლაჩაშვილმა მიიღო 37 ხმა, მაკა ბოტკოველს ერგო 27 ხმა, ხოლო ხატია ნინიკელშვილმა 24 ხმა დააგროვა.
საბჭოს წევრები გახდნენ მაკა ბოტკოველი და მანანა ლაჩაშვილი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ნინო კოჭლოშვილის თქმით, არჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის საბჭოზე განხილულ საკითხების გადაწყვეტაში.