თელავის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლი „ასულნი“ გაიმართა
წარმოდგენა, თბილისის შემდეგ, რეგიონებიდან პირველად თელავშ დაიდგა.
თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებით, ეს პირველი სპექტაკლია, რომელიც მან თბილისის შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრში დაბრუნების შემდეგ დადგა.
მსახიობ მარიან ჯანაშიას შეფასებით, იგი თელაველი მაყურებლის წინაშე მეორედ წარსდგა:
,,თელავის თატრის სცენაზე პირველად ვითამაშე „მოხუცი ჯამბაზები“, ახლა კი „ასულნი.“ ორივეჯერ დარბაზიდან ძალიან დიდი სითბო მივიღე და დიდი ხნის განმავლობაში გავიყოლებ. იმედი მაქვს, კიდევ მოვხვდები თელავის თეატრის სცენაზე.“
საზოგადოება დადებიტად აფასებს სპექტაკლს და ამბობს, რომ მსგავსი სპექტაკლები მხოლოდ სტურუას შეუძლია დადგას
,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ასულნი” შედარებით რთულ შინაარსიან დადგმას მიეკუთვნება, უნდა აღვნიშნო, რომ იგი დარბაზში დამსწრე საზოგადოების გულებს შეეხო. ვფიქრობ, ეს მხოლოდ რობერტ სტურუას შეუძლია გააკეთოს.“