ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გოჩა ომსარაშვილს სამინისტრომ მადლობა გამოუცხადა

გასულ კვირას გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს შშს-მ საპატრულო პოლიციის 10 წლის იუბილეზე მადლობით მოიხსენია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ცინარიძის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობისას 19 პოლიციელი გარდაიცვალა. ამ პოლიცილებიდან ერთ-ერთი გურჯაანის მკვიდრი, პოლიციის თანამშრომელი გოჩა ომსარაშვილია, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა: ,,ჩვენი თანამშრომელი გოჩა ომსარაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პატივს მიაგებს მათ სახელებსა და ხსოვნას”, – აღნიშნა ცინარიძემ. შეგახსენებთ, რომ გოჩა ომსარაშვილი სოფელ კოლაგის მონაკვეთზე ათ მეტრის თხრილში გადავარდა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. იგი, მანქანას თავად მართავდა. საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.