თელავის მერიამ 10 წლის ნინის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია ჩაატარა
კალათბურთის მატჩზე შეგროვილი თანხა მაისურაძეების ოჯახს ქაალქის მერმა, პლატონ კალმახელიძემ გადასცა.
10 წლის ნინის საზღვარგარეთ მკურნალობას 50 000 ევრო სჭირდება, რომელის დაფარვაც ოჯახს არ შეუძლია.
მშობლის, ნინო მაისურაძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტები ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებში იყო გადაგზავნილი და ოპერაციისთვის 50 000 ევრო მოითხოვეს:
,,ბავშვს ესაჭიროება თანხა არამხოლოდ საზღვარგარეთ ოპერაციისთვის, არამედ რეაბილიტაციისთვისაც, რომელიც არანაკლებ თანხას მოიცავს.”
თელავის მერის განცხადებით, უწყება მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებს.