ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თემაზე შეხვედრა გაიმართება

შეხვედრის მიზანია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის როლის და მნიშვნელობის წარმოჩენა, სტუდენტების მოტივირება ჩაერთონ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებასა და მონიტორინგში, ახალგაზრდა თაობის გენდერის საკითხებზე ინფორმირება, რათა განათლების ამაღლების გზით, ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.
აღნიშნულ ლექციას ჩაატარებენ ჟურნალისტები, გენდერის ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომელზეც პასუხს უშუალოდ პოლიტიკოსებისაგან/პარტიის ლიდერებისაგან მიიღებენ.
შეხვედრა გაიმართება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით. შეხვედრის ორგანიზატორია თელავის გენდერის მედიაცენტრი.
ღონისძიება გაიმართება ხვალ, 28 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, (ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1) მცირე დარბაზში.