რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტები ძალაში მომავალი წლიდან შევა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძეს თქმით, ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის პროდუქტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს დაარეგულირებს:
”დოკუმენტით შემუშავებული მოთხოვნები დაარეგულირებს რძისა და რძის პროდუქტების მიმოქცევას, რძისა და რძის პროდუქტების მართვის ბაზარს, ვფიქრობ, ეს დიდ გავლენას იქონიებს ქართული პროდუქტების ხარისხზე. ასევე, აქტიურად იქნება დაკმაყოფილებული მომხმარებელთა ინტერესებიც”, -განაცხადა კახა სოხაძემ.
რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა.