თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 მილიონ 443 ათასი ლარით განისაზღვრება
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მომავალი წლის ბიუჯეტი სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზეა გაზრდილი, რომელიც ორჯერ აღემატება იმ თანხას რაც თემს თელავის გაყოფის შედეგად შეხვდა.
,,სოფლებში არსებული პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად ჩატარდა გამოკითხვები და შეხვედრები მოსახლეობასთან. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც სოფლებში გამოიკვეთა, არის გარეგანათება, წყლის პრობლემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და სხვა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. ამის საშუალება სახელმწიფო ტრანსფერმა მოგვცა,’’-განუცხადა knews.ge-ს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვერიკო კობიაშვილმა.