თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 მილიონ 123 600 ლარს დახარჯავს
როგორც გამგეობაში knews.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული თანხის ფარგლებში მოხდება წყლის სისტემების, შიდა გზების, კეთილმოწყობის სამუშაოები და სოფლის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.
გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ვერიკო კობიაშვილის თქმით, ამ დროისთვის მუშავდება ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც საკრებულოს განსახილვევლად ხელმეორედ გადაეგზავნება.