ლარის კურსი კვლავ დაეცა
მცირედი გამყარების შემდეგ ლარის კურსი ისევ დაეცა. ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში დღევანდელი კურსი 1.8192 დოლარია, რაც წინა დღესთან შედარებით 0.0025 პუნქტით გაუმჯობესებული მონაცემია.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის ზეგავლენა ლარის კურსზე არის ნულის ტოლი და სახაზინო სახსრები გეგმის მიხედვით იხარჯება.
,,ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ საქართველოში მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. ერთი შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ თუ ბიუჯეტი გაუხარჯავია, ის მით უმეტეს ვერ გააუფასურებდა ლარს. თუმცა ბიუჯეტი სრულდება გეგმის მიხედვით. შესაბამისად, ბიუჯეტის ზეგავლება ლარის კურსზე არის ნულის ტოლი”,-განაცხადა ხადურმა.