NDI-ის კვლევის მიხედვით საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არსებობს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%-სთვის 150-წევრიან პარლამენტში 17 ქალი პარლამენტის წევრი ძალიან ცოტაა. 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას. მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს. გამოკითხულთა 50 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქალი პარლამენტის წევრების რიცხვის გაზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. NDI-მ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ჩატარებული უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს “ქორთიარდ მარიოტში” წარმოადგინა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 10 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3, 885 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, CRRC საქართველო ატარებს.