ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულები ხელისუფლებას კორუფციული სქემის დაფარვაში ადანაშაულებენ. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ათასობით ფერმერი დაზარალდა, რომელთა დახმარებაზე როგორც წინა ასე ახლანდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა.
ფერემერების მტკიცებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკითხის მოგვარება იმ დრომდე გააჭიანურა, რომ დღეს უკვე ხანდაზმულობის ვადა გასულია და ფერმერებს ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი უფლებაც აღარ აქვთ.
მათივე ცნობით, ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა და გამოძიებაზე უარი თქვა. თუმცა ფიოდოროვას მტკიცებით, სახელმწიფოს კორუფციული სქემა ედო და ფერმერებს თავიდანვე უვარგისი სათესლე მასალა მიაწოდეს.
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა 20 ათასამდე ფერმერმა ჰიბრიდული სათესლე მასალით მოსაველი ვერ მიიღო.