კახეთში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოიხსნა
აღმოსავლეთ საქართველოში დილიდან გამოიდარა. შეზღუდვები, რომელიც საავტომობილო დეპარტამენტის მიერ იყო დაწესებული, მოხსნილია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტენსიური თოვლის გამო კახეთში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-50 კილომეტრიან (ვერონა-თეთრიწყლები) მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზებზე, 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მომავალი 5 დღის მანძლზე, კახეთში ამინდის გაუმჯობესებას ელიან. რაც შეეხება ტემპერატურას, თელავში დღისით +7-მდე გათბება, ხოლო ღამე +1 შენარჩუნდება.