ახალი ამბები

თაფლის ხარისხის კონტროლი მომავლი წლიდან დაიწყება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ უკვე მიღებულია თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. 
დანელიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია სრულ მზადყოფნაში იქნება, შეამოწმოს ქართული თაფლის ხარისხი ყველა იმ პარამეტრით, რომელსაც ევროკავშირის ბაზარი ითვალისწინებს.