გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გაზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.
უწყებაში განმარტავენ, რომ ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-50 კილომეტრიან (ვერონა-თეთრიწყლები) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.
გუშინ საღამოს გომბორის უღელტეხილზე თოვა დაიწყო. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.