თელავში აქცია „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე“ გაიმართა
აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.
აქცია სახელწოდებით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე,“ საქართველოს 23 ქალაქში ერთდროულად გაიმართა.
თელავში აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ლიკა ძამუკაშვილის თქმით, თელაველებმა დღეს ქალზე ძალადობა გააპროტესტა და მთავრობას ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა.
,,ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. გვინდა საზოგადოება და მთავრობა ამ საკითხს სწორად მოეკიდოს.”
აქციის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს სპეციალური პეტიცია, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს მიმართეს, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს.
თელავი, სიღნაღი, გურჯაანი და წნორი – მუნიციპალიტეტებიდან ქალთა მიმართ ძალადობა მშვიდობიანი გამოსვლებით გააპროტესტეს.