„ინტერნიუსმა“ ახალგაზრდებისთვის ვიდეოკონკურსი გამოაცხადა
ვიდეოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა უპასუხონ კითხვაზე: “როგორ შეიძლება შეცვალოს არჩევნებმა თქვენი ცხოვრება?“, და ატვირთონ ვიდეო ონლაინზე და გააზიარონ ორგანიზაციის Facebook- ის ოფიციალურ გვერდზე.
ვიდეოკონკურისის მიზანია, გააქტიურდეს პოტენციური ამომრჩეველი, დაფიქრდეს არჩევნების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებმა დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება არჩევნების შესახებ.
კონკურსი ჩატარდება ე.წ. „ვირუსული ვიდეოს“ პრინციპით, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16-დან 30 წლამდე. მსურველებმა კონკურსის კითხვაზე: “როგორ შეიძლება შეცვალოს არჩევნებმა თქვენი ცხოვრება?“ 1-2 წუთიანი ვიდეო უნდა გადაიღონ და ატვირთონ 2015 წლის 1 მარტამდე.
პროექტის დასასრულს, 2015 წლის მარტში, ვიდეოს მოწონებისა და გაზიარების მიხედვით გამოვლინდება 3 საუკეთესო, კრეატიული ვიდეორგოლის ავტორი. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან პრიზებით.
კონკურსი ხორციელდება სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მედია და ინფორმირებული ამომრჩევლი“ ფარგლებში.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეკა კაკულიას ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 599 96 86 76. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში კი – დავით მაკარიძეს: 577 42 88 30.