ახალი ამბები

საკონკურსო კომისია პრეზიდენტს ცესკოს წევრობის კანდიდატებს წარუდგენს

ზურაბ ხრიკაძე, არჩილ ანასაშვილი, ლევან ტურაშვილი – ეს სამი კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეირჩა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ამბობს, ზურაბ ხრიკიძეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ის არაა პარტიული. არჩილ ანასაშვილი ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსია, ლევან ტურაშვილი კი ასევე საარჩევნო საკითხებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონეა.
შეგახსენებთ, ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 18 განაცხადი შევიდა, რომელთაგან კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები გიორგი მარგველაშვილს წარედგინება.

პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში ორ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო მათგან ერთ კანდიდატს აირჩევს.