ახალი ამბები

თელავის მერიისთვის დამატებითი ფლიგელის მშენებლობა დაიწყო

სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგფეობის შენობის გვერდით მიმდინარეობს.  თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მერიის ყველა სამსახური აღნიშნულ შენობაში განთავსდება: ,,აშენდება დამატებითი შენობა, სადაც თვითმმართველი ქალაქ თელავის მერიას დაქვემდებარებული სამსახურები გათავსდება. ეს საჭიროა უკეთ მუშაობისთვის”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ. 
knews.ge თელავის მერიის სამსახურების განსათავსებლად დამატებითი ფლიგელის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.