პირველი სექტემბრიდან პენსია 10 ლარით იზრდება
2015 წელს პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება და 1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.
ხადურის ინფორმაციით, ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის ზრდის პროცესი 2016 წელსაც გაგრძელდება.