ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ

ამ წუთებში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა მიმდინარეობს, რომელიც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. დღის წესრიგის მიხედვით, გათვალისწინებულია ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლა.  შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა იგი ყრილობას არ დაესწრება. ყრილობას 2100 მიწვეული დელეგატიდან 2038 ესწრება.